CRIMINALJUSTICE ACADEMY სიახლეების გამოწერა
სისხლის სამართლის მართლმსაჯულების აკადემია

ვასწავლით იმას, რასაც წიგნებში ვერ ამოიკითხავთ

როგორ მუშაობს პოლიცია, პროკურატურა და სასამართლო რეალურ ცხოვრებაში. გაიგეთ ეს იმ პროფესიონალებისგან, რომლებმაც სისტემა შიგნიდან იციან და მის რეფორმებზე იმუშავეს.

განათლებაპროფესიული განვითარებაკვლევაანალიზი
ჩვენს შესახებ

სივრცე, სადაც თეორიული ცოდნა პრაქტიკულ უნარებად იქცევა

ჩვენი მთავარი ღირებულებაა ცოდნა, რომელიც წლების განმავლობაში იქმნებოდა სამართალდამცავ სისტემაში: რეალურ საქმეებზე, სასამართლო პროცესებსა და ინსტიტუციურ რეფორმებზე მუშაობით.

სისხლის სამართლის მართლმსაჯულების აკადემია მათთვისაა, ვისაც სურს გაიგოს, როგორ მუშაობს სისტემა რეალურ ცხოვრებაში. აქ ისწავლით კანონისა და თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას და განივითარებთ პროფესიულ უნარებს. ჩვენი კვლევები და ანალიზები დაგეხმარებათ საკითხის კომპლექსურ გააზრებაში და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.

აკადემია აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებსაც სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.

ჩვენი საქმიანობის მიმართულებები

განათლება

ვასწავლით საგამოძიებო, საპოლიციო და საპროკურორო საქმიანობას და სასამართლოში გამოსვლის უნარებს. პროფესიული გამოცდებისთვის ვამზადებთ გამომძიებლობის, პროკურორობის, ადვოკატობის მსურველებს.

პროფესიული განვითარება

ვეხმარებით მოქმედ პროფესიონალებს და კარიერის დამწყებებს, რომ პრაქტიკული უნარები განივითარონ.

კვლევა და ანალიზი

ვიკვლევთ და ვაანალიზებთ სისხლის სამართლის კანონმდებლობასა და პრაქტიკას, სფეროში მიმდინარე ცვლილებებსა და ტენდენციებს, რეალურ საქმეებსა და პროცესებს, სისხლის სამართლის სტატისტიკასა და სისხლის სამართლის პოლიტიკას.

ჩვენი პროდუქტებით სარგებლობა შეუძლია საქართველოში მოქმედ ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს.

ჩვენი ექსპერტები

ვინ გასწავლით

პროკურატურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სამართალდამცავი ორგანოების ზედამხედველობაში დაგროვილი გამოცდილება.

ნათია მეზვრიშვილი

ნათია მეზვრიშვილი

სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ექსპერტი

ყოფილი შსს მინისტრის მოადგილეპროკურორი10+ წლის სწავლების გამოცდილება
  • მუშაობდა პროკურორად და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ. ხელმძღვანელობდა საგამოძიებო და საპროკურორო საქმიანობის ხარისხის მონიტორინგს, ანალიტიკას, სისხლის სამართლის პოლიტიკასა და ადამიანის უფლებების დაცვას.
  • მონაწილეობდა და თანაავტორია პროკურატურისა და პოლიციის ინსტიტუციური რეფორმის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის, ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების, გამომძიებელთა და პროკურორთა საქმიანობის შეფასების სისტემისა და გამოძიების ელექტრონული პროგრამის დანერგვის.
  • წლების განმავლობაში ამზადებდა პროკურორებს, გამომძიებლებსა და პოლიციელებს. არის პროფესიული სახელმძღვანელოების თანაავტორი.
ლონდა თოლორაია

ლონდა თოლორაია

სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ექსპერტი

ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორიპროკურორი15 წლის სწავლების გამოცდილება
  • იკავებდა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობას. ეს სამსახური იძიებდა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ ჩადენილ დანაშაულებს.
  • მუშაობდა პროკურორად, ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს, პროკურატურის საპროკურორო საქმიანობის ზედამხედველობისა და ანალიტიკის მიმართულებებს.
  • მონაწილეობდა და თანაავტორია პროკურატურისა და პოლიციის ინსტიტუციური რეფორმის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, შეფასების სისტემისა და გამოძიების ელექტრონული პროგრამის დანერგვის.
  • წლების განმავლობაში ამზადებდა პროკურორებს, გამომძიებლებსა და პოლიციელებს.

ეს არის გამოცდილება, რომელიც წიგნიდან არ ისწავლება.სწორედ მის გასაზიარებლად შეიქმნა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების აკადემია.

კურსები

სასერტიფიკატო პრაქტიკული კურსები

ვისთვის არის კურსები

01

კარიერის დამწყებებისთვის

სტუდენტები, კურსდამთავრებულები, სტაჟიორები

რას მიიღებთ

პრაქტიკულ გამოცდილებას, რომელსაც აუდიტორია ვერ იძლევა: რეალურ საქმეებზე აგებულ სავარჯიშოებს და იმიტირებულ პროცესებს, რომ სტაჟირებასა და პირველ სამსახურს მომზადებული შეხვდეთ.

02

მოქმედი პროფესიონალებისთვის

გამომძიებლები, პროკურორები, ადვოკატები, პოლიციელები

რას მიიღებთ

ყოველდღიურ საქმეში გამოსაყენებელ უნარებს: საპროცესო დოკუმენტების შედგენას, გამოძიებისა და სასამართლო სტრატეგიის დაგეგმვას, სასამართლოში გამოსვლას.

03

არაიურისტებისა და ორგანიზაციებისთვის

ჟურნალისტები, კერძო ორგანიზაციები, ნებისმიერი დაინტერესებული პირი

რას მიიღებთ

გაიგებთ, როგორ მუშაობს გამოძიება და სასამართლო, რა უფლებები გაქვთ ან როგორ იმოქმედოთ, თუ თქვენ ან თქვენი ორგანიზაცია პროცესის მონაწილე გახდებით.

როგორ ვასწავლით

01

პრაქტიკა და არა მხოლოდ თეორია

ვინ იღებს გადაწყვეტილებებს და როგორ, ვინ ადგენს საპროცესო დოკუმენტებს, როგორ თანამშრომლობენ უწყებები და მხარეები, როგორ იგეგმება საგამოძიებო და საპროკურორო სტრატეგია.

02

მცირე ჯგუფები

ჩვენთვის მთავარია ხარისხი და არა რაოდენობა. მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, რომ თითოეულს ინდივიდუალური ყურადღება დავუთმოთ.

03

მოქნილი ფორმატი

მოკლევადიანი და გრძელვადიანი კურსები. ლექციების ძირითადი ნაწილი ონლაინ ტარდება, პროგრამის მიხედვით ფიზიკური შეხვედრებით. კურსის ბოლოს მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

კურსები პროცესის ეტაპების მიხედვით

პროფესიული გამოცდებისთვის მოსამზადებელი, სპეციალური და ინდივიდუალური კურსები

კომპანია გთავაზობთ

01

გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსები

პროკურორის, ადვოკატის, გამომძიებლის პროფესიული გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსები.

02

სპეციალური კურსები

როგორც იურისტების (მაგ.: ადვოკატებისთვის), ისე არაიურისტების ჯგუფებისთვის (მაგ.: ჟურნალისტებისთვის), მათთვის საინტერესო საკითხებზე და მათი საჭიროებების გათვალისწინებით.

03

ინდივიდუალური კურსები

ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

სპეციალური და ინდივიდუალური კურსების ხანგრძლივობა, შინაარსი და ფასი განისაზღვრება კომპანიასა და დამკვეთს შორის შეთანხმებით.

შემატყობინეთ რეგისტრაციის გახსნისას

დაგვიტოვეთ ელფოსტა და აირჩიეთ, რაზე გსურთ შეტყობინების მიღება: ყველა კურსსა და აქტივობაზე თუ მხოლოდ თქვენთვის საინტერესო კურსზე.

თქვენს ელფოსტას მხოლოდ ინფორმაციის გამოსაგზავნად გამოვიყენებთ.

კვლევა / ანალიზი

რას გთავაზობთ

სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში სწორი გადაწყვეტილების მიღება ხშირად თეორიის, პრაქტიკისა და კონტექსტის ცოდნას და მათ ერთმანეთთან დაკავშირებას მოითხოვს.

ჩვენი კვლევა და ანალიზი დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

ჩვენ ვიკვლევთ და ვაანალიზებთ სისხლის სამართლის კანონმდებლობას; საგამოძიებო, საპროკურორო და სასამართლო პრაქტიკას; საერთაშორისო სტანდარტებთან მათ შესაბამისობას; სისხლის სამართლის საქმეებსა და პროცესებს; სისხლის სამართლის სტატისტიკასა და სისხლის სამართლის პოლიტიკას; მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ ტენდენციებს.

ჩვენი მხარდაჭერა ხელმისაწვდომია საქართველოში მოქმედი ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის.

მოგვწერეთ
კითხვები

ხშირად დასმული კითხვები

ვისთვის არის კურსები?

სისხლის სამართლის სფეროში მოქმედი პროფესიონალებისთვის და ამ მიმართულებით კარიერის დაწყებით დაინტერესებული ადამიანებისთვის. აკადემიის პროდუქტებით სარგებლობა შეუძლია საქართველოში მოქმედ ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, მათ შორის, სისხლის სამართლის მართლმსაჯულებით დაინტერესებულ იმ პირებს, ვინც არ არიან იურისტები და არ აპირებენ ამ მიმართულებით პროფესიული კარიერის გაგრძელებას. კურსები მორგებულია მსმენელის საჭიროებებზე.

კურსები ონლაინ ტარდება?

ლექციების ძირითადი ნაწილი ონლაინ ტარდება. გრძელვადიანი კურსები ითვალისწინებს ფიზიკურ შეხვედრებსაც, კურსის აქტივობებიდან გამომდინარე (მაგ.: იმიტირებული გამოძიება და სასამართლო სხდომა მხოლოდ ფიზიკურად ჩატარდება).

როგორ მოწმდება ცოდნა?

თითოეული კურსის განმავლობაში დაგეგმილია აქტივობები (იმიტირებული გამოძიების, სასამართლო პროცესის, ტესტების თუ კაზუსების სახით), რაც მსმენელს ეხმარება შეძენილი პრაქტიკული უნარების და თეორიული ცოდნის გააზრებაში.

მივიღებ სერტიფიკატს?

დიახ. კურსის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

როდის იწყება რეგისტრაცია?

რეგისტრაცია მალე გაიხსნება. თარიღებსა და პირობებს Facebook და LinkedIn გვერდებზე გამოვაცხადებთ. კითხვები გაქვთ? მოგვწერეთ ელფოსტაზე: cjacademy.contact@gmail.com

კონტაქტი

დაგვიკავშირდით

მოგვწერეთ კურსებზე, კვლევით და ანალიტიკურ თანამშრომლობაზე.